„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ზოგად შეფასებას. ეს იყო კონკურენტული არჩევნები. თუმცა, შეფასებებში ხაზი იყო გასმული ხარვეზების მთელ სერიაზე, მათ შორის, ადმინისტაციული რესურსების რეგულარული გამოყენების, ძალადობის ეპიზოდების და სიძულვილის ენის უპრეცედენტო გაძლიერების შესახებ. მედიალანდშაფტი პოლარიზებული იყო, რამაც ამომრჩევლებისთვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება ვერ განაპირობა. საბანკო ვალების ჩამოწერის შესახებ განცხადება ნამდვილად არის დაფიქრების საგანი. ეს შესაძლოა, ხანგრძლივი გეგმა იყო, თუმცა, შეუძლებელია იმის არ შემჩნევა, რომ ეს განცხადება მეორე ტურამდე 2 დღის ადრე გაკეთდა. გამოვლენილი დარღვევები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან ევროპულ კურსის განხორციელების გზაზე, რადგან ეს ამბიცია ასევე მაღალ სტანდარტებს მოითხოვს.“- განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ რუსთავი2-თან.
მასალის გამოყენების პირობები






