"ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები" - პოლონეთის სეიმის წევრი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
პოლიტიკა - 18:29, 29 Nov, 2018     907
არჩევნების მეორე ტური არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც საქართველოში ბოლო წლებში ჩატარდა,- ასე შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთის სეიმის წევრმა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მალგოჟატა გოშევსკამ.

პოლონელმა პარლამენტარმა მარნეულში განვითარებული მოვლენები არადემოკრატიულად და არჩევანის უფლების წართმევად შეაფასა. მისი თქმით, ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხელი შეუშალა კენჭისყრის სამუშაო დღეს დანიშვნამაც.

„გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნებთან და სიებით ამოწმებენ ამომრჩევლების მისვლა არ მისვლას, ავტომობილებით მიჰყავთ და თითქოს, ეხმარებიან უბნებზე მისვლასა და ხმის მიცემაში. ასეთ ფაქტებს უნდა მიექცეს ყურადღება. საარჩევნო უბნებთან არსებული ასეთი ვითარება ყოველთვის ხელს აძლევს მმართველ პარტიას. როგორც პოლონეთის პარლამენტის წარმომადგენლები, ჩვენ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული შენიშვნები, რომლებიც ანგარიშში ჩამოვაყალიბეთ. რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, შემიძლია დავამატო ის, რომ სახელმწიფო საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აშინებს სამსახურის დაკარგვით, ასევე მეორე ნაწილს ჰპირდება ვალების გადახდას - ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიული პრინციპები და არის საშიში ტენდენცია.

პირადად ვნახეთ სიტუაციები, როდესაც ადამიანები სურათებს უღებდნენ ბიულეტენებს, რომ დაედასტურებინათ კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემა, ვიყავით სოფელ იმირში, სადაც ჩვენი თვალით ვნახეთ დამწუხრებული და სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებსაც წაართვეს არჩევანის უფლება. რაც ჩვენ იქ ვნახეთ, ნამდვილად არ არის დემოკრატია. მე ბოლო წლების განმავლობაში ყველა არჩევნებს ვესწრებოდი საქართველოში და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, განსაკუთრებით მეორე ტური,“- განაცხადა პოლონეთის სეიმის წევრი, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მალგოჟატა გოშევსკამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42