გაერთიანებული ოპოზიცია ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს, შეკრებილ საზოგადოებას გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ნიკა მაჭუტაძემ მიმართა. ნიკა მაჭუტაძის თქმით, საქართველოს გუშინ ოფიციალურად პრეზიდენტი არ აურჩევია, საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებაზე უარი არ უთქვამს და ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.
„ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უარი არ გვითქვამს ჩვენს სუვერენიტეტზე, არ გვითქვამს უარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი არ იყო აფხაზეთის შესახებ. ჩვენ უარი ვუთხარით მონობას, ჩვენ უარი ვუთხარით ამ ჩამორჩენილ ძალმომრეობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ამ ე.წ. ქართულ ოცნებას. ქართველი ხალხი არავის მისცემს თავისი ნების ქურდობის უფლებას. ამას არ დაუშვებს საქართველოს არც ერთი მოქალაქე. პოლიტიკური და პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვი ბრძოლაზე საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ მხარდამჭერებს, საქართველოს მოქალაქეებს, ის პარტია და ის გაერთიანება შეჩვენდება, ის აღარ იარსებებს. საქართველოს გუშინ, ოფიციალურად პრეზიდენტი არ აურჩევია, ეს ქალბატონი ვერ და არ არის საქართველოს პრეზიდენტი.“- გაანცხადა ნიკა მაჭუტაძემ. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გუშინდელი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების დაკვეთაა, რომ ბრძოლა არ გაჩერდეს და სწორედ ამიტომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






