გაერთიანებული ოპოზიცია ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არჩევნების შედეგებში დამნაშავე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია:
„ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად გია ვაშაძე აირჩია. მივესალმები ხალხის პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს, მივესალმები გაერთიანებულ ოპოზიციას. ჩვენი ძალა ერთობაშია, ერთობით გავიმარჯვებთ. ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ჩვენი ხალხი, ეს უკვე დავინახე ეს ზოგიერთ გამონათქვამში, ხალხი კარტოფილზე გაიყიდა, ხალხმა ფული აიღო, რა შუაშია ხალხი, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა, ნუ ადანაშაულებთ ხალხს, ივანიშვილს ეს უნდა. დამნაშავე მხოლოდ ბინძური ბიძინა ივანიშვილია, საქართველო დაუძინებელი მტერი. ახლა არის მცდელობა, რომ დავიწყოთ ძებნა ჩვენს რიგებში დამნაშავეების, ეს ივანიშვილის თამაშია, ნურავინ შეყვებით თამაშში. დამნაშავე არის მხოლოდ ერთი - საქართველოს მტერი ივანიშვილი. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, ასეთი ცუდი დასკვნები საქართველოს არჩევნებში არ გაკეთებულა 2003 წელსაც კი. ამ დასკვნების თანახმად, არჩევნებზე იყო მასობრივი ძალადობა, გაყალბება. ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს გაყალბებული არჩევნების შედეგებს, მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა მათი ლეგიტიმურობა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაღიაროთ. კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში, კვირას საქართველო ფეხზე დადგება და ეტყვის უარს ივანიშვილს.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






