პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს - ორბელიანის სასახლეში დღეს „ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ
პოლიტიკა - 18:10, 29 Nov, 2018     1012
ათონელის ქუჩაზე, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ დაიდებს ბინას, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს ტექნიკა. ამ ეტაპზე იღებება ფასადები და იცვლება კომუნიკაციები.

დღესვე, როგორც „კურიერი“ იუწყება, ათონელის რეზიდენციის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, თავად სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება და არა ავლაბარში.

„ოცნების“ ლიდერების თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირების ერთ-ერთი თემა, სწორედ პრეზიდენტის რეზიდენცია იყო და ასევე აღნიშნავენ, რომ გუნდისთვის პრინციპული საკითხია, სად იქნება ქვეყნის მომავალი პირველი პირი.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რეზიდენცია დაათვალიერა და ყველაფერი მოეწონა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრინციპული საკითხია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი არა ავლაბრის, არამედ ათონელის სასახლეში შევიდეს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება.

„მთლიანად ამ ლოკაციის სამუშაოებს, დაახლოებით, ერთი თვე, თვენახევარიდასჭირდება, რომ მთლიანად რეაბილიტაცია იყოს დასრულებული,“ - განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძეც იმყოფებოდა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მივიდა ათონელის ქუჩაზე, რომ „ოცნების“ ლიდერები შეეშვა მომავალი სასახლის ტერიტორიაზე. ჩუბინიძის თქმით, მისი სამსახური ტერიტორიაზე უსაფრთხოებას იცავს.

„მეც მაინტერესებს, როგორ მიდის, რა დონეზე მიდის რემონტი, როდის გვექნება საშუალება სრულფასოვნად შევიდეთ. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს შიგ კოსმეტიკური, რომელიც დაზიანდა წლების განმავლობაში და მისი შეკეთება არის,“ - განაცხადა ჩუბინიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ათონელის ქუჩაზე იქნება და არა ავლაბრის რეზიდენციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42