„შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება ასეთი კრიტიკული საერთაშორისო შეფასებები, ეს უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია“ - ბოკერია არჩევნებზე
პოლიტიკა - 17:02, 29 Nov, 2018     1082
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ასეთი კრიტიკული შეფასებები შევარდნაძის დროიდანაც კი არ ახსენდება. ბოკერიას შეფასებითვე, არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის საკითხში.


„ჩვენ ახლა ვიხილეთ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა, მინდა გითხრათ, რომ შევარდნაძის დროიდან არ მახსენდება არც მე და არც არავის, ვინც ადევნებს ამას თვალყურს, ასეთი კრიტიკული შეფასებები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, იმ ჯგუფებისგან, ვისი ფუნქციაც არის შეფასება საარჩევნო დემოკრატიის საქართველოში.

ეს არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის საკითხში. კიდევ ერთი: ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს დემოკრატიისთვის. უმძიმესი დარტყმა მიაყენა მან საქართველოს დემოკრატიას გუშინაც და ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. დაშინება, მოსყიდვა, ფარულობის სისტემური დარღვევა ამ არჩევნებზე, ეს კომბინაცია აი ამ სამი ფაქტორის როგორც მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებისთვის და ქართული დემოკრატიისთვის. ვიმეორებ კიდე ერთხელ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის მომავალს და ეს კიდე უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შევიმუშავოთ სტრატეგია, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.

მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს სტრატეგიაში არცერთ შემთხვევაში არ იქნება მოწოდებები ჯარის ან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დაუმორჩილებლობის თაობაზე ან რაიმე იმ ტიპის ნაბიჯი რაც საქართველოს სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. მთავარი საფრთხე სტაბილურობის, დემოკრატიის საქართველოს საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და ეს დასტურდება იმ უმძიმესი შეფასებებიდანაც რაც ვნახეთ ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან ამ არჩევნებზე. მნიშვნელოვანია, რომ და ხაზგასმულია რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ მდგომარეობა ხარისხობრივად გაუარესდა პირველ და მეორე ტურებს შორის. ანუ ეს პრობლემები იქამდეც არსებობდა რაც ჩვენ ვნახეთ პირველი ტურის დასკვნაში, მაგრამ პირველ და მეორე ტურამდე ახალ ხარისხში აიყვანეს ეს პრობლემა. ვიმეორებ: მოსყიდვა, დაშინება, ფარულობის დარღვევა, კომბინაცია ამ ფაქტორების რაც დავინახეთ ჩვენ ამ არჩევნებზე როგორც მთავარი გამოწვევა და ზოგადად როგორც ერთერთი დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის თავისუფალი და ნორმალური განვითარებისთვის.“- განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42