ერთეული მძიმე დარღვევები არჩევნების დღეს და პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული წინასაარჩევნო გარემო - NDI-ის დელეგაციის დასკვნა არჩევნებზე
პოლიტიკა - 16:51, 29 Nov, 2018     1315
28 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის დასკვნით, რომელიც პროცესს აანალიზებდა, აღნიშნავენ, რომ ეს იყო შიშზე დაფუძნებული, სადაც ასევე გამოვლინდა ძალადობისა და შევიწროვების ფაფქტები.

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, - განაცხადა დელეგაციამ, - ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს.” მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და - შეიძლება ითქვას - ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, კენჭისყრის დღემ საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში ძირითადად მოწესრიგებულ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. საუბნო საარჩევნო წევრები საკუთარ მოვალეობებს გამჭვირვალედ ასრულებდნენ. ამომრჩევლის აქტივობამ 56.23 პროცენტი შეადგინა, რაც პირველი ტურის მაჩვენებელს აღემატება. გამოვლინდა ხმის რამდენჯერმე მიცემის და ხმების დათვლის პროცესის მანიპულირების ერთეული, თუმცა სერიოზული შემთხვევები - რაც NDI-ის დამკვირვებლების მიერაც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების სრულყოფილი გამოძიება მართებს. წინასწარი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.54 პროცენტი, ხოლო 11 ოპოზიციური პარტიის კოალიციის - “ძალა ერთობაშია” - კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” - გრიგოლ ვაშაძემ - 40.46 პროცენტი მიიღო. ამ შედეგების სიზუსტეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებიც ადასტურებს, რომლიც მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.1, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.9 პროცენტი მიიღო. საბოლოო შედეგების გამოცხადებასა და საჩივრების განხილვამდე დელეგაცია ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ,” - განაცხადა დელეგაციამ.
დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, დეგელაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს: · ძალადობის დაფიქსირებული შემთხვევები გულდასმით და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დროულად უნდა დაისაჯონ, რათა ამით მსგავს შემთხვევებზე ნულოვანი ტოლერანტობის ძლიერი და ცალსახა გზავნილი იქნას გაგზავნილი;
· ამომრჩევლების ნდობის მოპოვებისა და დემოკრატიულ პროცესებისადმი რწმენის განმტკიცებისთვის პარტიებმა კონსტრუქციული და საკითხებზე ორიენტირებული პლატფორმები უნდა შეიმუშავონ;
· პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, პოლარიზაციასა და უნდობლობის საპასუხოდ მთავრობამ ისეთი ფორმატის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს, სადაც სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი და შეთანხმება მოხდება;
· მედია გარემოს პოლარიზაციის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რომ შეიცვალოს მოტივაციის სისტემა და მეტი ძალისხმევა ჩაიდოს ჟურნალისტიკის გაუმჯობესებაში. საერთაშორისო დონორებმა რეგიონული მედიისა და დამოუკიდებელი მაუწყებლების მხარდაჭერის გაზრდა უნდა განიხილონ;
· პარლამენტმა უნდა გააძლიეროს მამხილებლების დაცულობა, რათა შევიწროების მსხვერპლნი ღიად საუბრისკენ წაახალისოს. მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნებამდე ამ საკითხებზე სამართალდამცავი ორგანოებისა და სადამკვირვებლო ჯგუფების თანამშრომლობის გაუმჯობესება;
· პარლამენტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით საკმარისი ფინანსური რესურსი უნდა გამოუყოს; ასევე უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ საკითხებზე: შემოწირულობის რეგულაციების დახვეწა, რომელიც პარტიებთან ან საარჩევნო სუბიექტებთან არააფილირებულ შემომწირველებს მათ შემოწირულობასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულს გახდის; და აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების გაზრდა, რაც მას გამოძიების ჩატარების, მათ შორის - გამოუცხადებლობის შემთხვევაში სანქციების დაკისრების საშუალებას მისცემს.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადება საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42