"ევროპული საქართველოს" სამოქმედო სტრატეგიაში ადგილი არ ექნება არეულობასა და დესტაბილიზაციას - ბაქრაძის თქმით, სამომავლო გეგმებზე პარტია უახლოეს მომავალში იმჯელებს
პოლიტიკა - 16:43, 29 Nov, 2018     841
პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის. მისი განცხადებით, სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლება.


"დღეს, მინდა ვაცნობო საზოგადოებას და მხარდამჭერებს, რომ ხვალ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და სწორედ ამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, პარტია "ევროპული საქართველო" ჩამოყალიბდება თუ როგორია ჩვენი საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და რა გზას აირჩევს პარტია სამომავლოდ მუშაობის მხრივ.

რათქმაუნდა ის მძიმე შეფასებები, რომელიც გვქონდა გუშინ არჩევნების ხარიხსთან დაკავშირებით ძალაშია და განვლილი ღამის განმავლობაში გამოჩნდა, კიდევ უფრო მეტი დარღვევა რაც ამტკიცებს ჩვენში, იმ აზრს, რომ აღნიშნული არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე და შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი, ქართული დემოკრატიისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ვისმჯელებთ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში, არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის და ჯარის დაუმორჩილებლობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში.

ჩვენ შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, "ევროპული საქართველოსთვის" ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე. ჩვენ მიგვაჩნია ,რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ივანიშვილის ხელისუფლება და ის მეთოდები ,რა მეთოდებითაც გუშინ ჩაატარა არჩევნები. სწორედ აქედან გამომდინარე მთელი პასუხისმგებლობით მივიღებთ, ისეთ გადაწყვეტილებას ,რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესს." - განაცხადა დავით ბაქრაძემ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42