„ხმის მიცემის პროცესი კონტროლირებადი იყო. მთავრობის ის მესიჯი, რომ 600 ათას ადამიანს ვალებს ჩამოაწერენ, ამან ბევრი მიიყვანა არჩევნებზე. ამასთან, მე ბევრი ადამიანი დავინახე, ვინც თავს კოორდინატორებად მოიხსენიებდა, მათ იმ ხალხის სია ჰქონდა, ვინც არჩევნებზე უნდა მოსულიყო. ისინი ამას მკაცრად აკონტროლებდნენ, რომ ეს ხალხი თავიანთ საარჩევნო უბანზე გამოჩენილიყო და ხმა ისე მიეცათ, როგორც საჭიროა. მე, კრიმინალური იერის ბევრი ადამიანი დავინახე, ვინც ამომრჩევლებთან მიდიოდა. ესეც, ალბათ, ზეწოლის ფორმაა. ეს იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვთქვა, რომ ეს პროცესი არ იყო თავისუფალი. ეს პროცესი ხელისუფლების მიერ რეგულირებადი იყო. არ ვიცი, იძლევა თუ არა საქართველოს კანონმდებლობა ამომრჩევლების ამგვარი სიების ხელზე ქონის საშუალებას. ეს ის სერიოზული პრობლემებია, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას“, - ამბობს ვიქტორ ჩუმაკი.
მასალის გამოყენების პირობები






