„ჩვენ ველით, რომ არჩევნების შედეგები საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა რიგ სფეროებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის გაჯანსაღებისა და ნორმალიზებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კარასინმა.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა კრემლიც. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განცხცადებით, კრემლი თბილისისგან ელოდება რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივების შეფასებას:
„რა თამა უნდა, ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებდით საქართველოდან წამოსულ ინფორმაციას. ჩვენ ცნობად მივიღეთ ინფორმაცია და ფაქტი კანდიდატის გამარჯვებასთან დაკავშირებით.“- განაცხადა პესკოვმა კითხვის პასუხად, ადევნებდა თუ არა თვალ-ყურს კრემლი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას და როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას.
„ჩვენ გვირჩევნია, დაველოდოთ პირველ განცხადებებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განვითარების შესაძლონ პერსპექტივებთან დაკავშორებით. რა თქმა უნდა, ეს ორი ხალხი რჩება ერთმანეთის ძალიან ახლობლად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მხრივ კი, უკეთესის სურვილი გვაქვს, ცნობილი მოვლენების შემდეგ.“- აღნიშნა პესკოვმა.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები საკმაოდ პოზიტიურია რუსეთისთვის, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსკოვსა და თბილისს შორის შემდგომ დაპირისპირებას- ასე მოსაზრება აქვს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს:
„მე არ ველი რუსული მიმართულებით მკვეთრ ცვლილებებს, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა იმედი მქონდეს, რომ რომ დიალოგისთვის სივრცე მინიმუმ არ შემცირდება, უკეთესი იქნებოდა რომ გაზრდილიყო.“- აღნიშნა კოსაჩევმა. მისი თქმით რუსეთში ყურადღებით აკვირდებიან „ძალიან ახლობელ, თუმცა სამწუხაროდ, ამჟამად არამეგობრულ“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
„ჩვენ შეგვიძლია საქართველოში ჩატარებული არჩევნები ზომიერად-დადებითად ჩავთვალოთ. უარესი ნამდვილად არ იქნება.“- განაცხადა კოსაჩევმა
მასალის გამოყენების პირობები






