საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან შესახვედრად ემზადება.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ამომრჩეველთან შესახვედრად ემზადება. გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური პარტიები კონსულტაციებს მართავენ.
"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მას მხარი არ დაუჭირა.
„სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია. შესაბამისი იქნება ჩვენი მოქმედებაც, ჩვენ არ ვცნობთ მას როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმიტომ, რომ მას არ სცნობს საქართველოს პრეზიდენტად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ქმედებებიც იქნება შესაბამისი, როგორც ქართველი ხალხი მოიქცევა, ჩვენ ვალდებული ვართ, ავუწყოთ მათ გეგმებს, განწყობებს მხარი,“ - განაცხადა ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






