საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - აჭარის მუნიციპალიტეტში ხმების დათვლა თითქმის დასრულებულია. არსებული მონაცემების მიხედვით, მეორე ტურის გამარჯვებული მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია. მან 6 საარჩევნო ოლქში 105 ათას 133 ხმა მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა კი 75 ათას 738 ხმა.ოპოზიცია აჭარის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ დარღვევებსა და გაყალბების ფაქტებზე საუბრობს.
„არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილმა და ზოგადად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ყველა აკრძალული მეთოდი, რაც არსებობს არჩევნებთან მიმართებაში, გახლავთ ეს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშანტაჟება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალთან ალიანსი,“ - განაცხადა ქამადაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აჭარაში არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა.
„აქ დამაჯერებელი გამარჯვება გვაქვს, აქ ორაზროვანი გამარჯვება არ არის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტი ძალიან სერიოზულად და ასე ვთქვათ, სხვა ფორმით შეუდგეს საქმიანობას,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






