გრიგოლ ვაშაძე 43%, სალომე ზურაბიშვილი 57% - ცესკომ 1181 უბნის შედეგი გამოაცხადა
პოლიტიკა - 23:53, 28 Nov, 2018     1014

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 1181 (32%) დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.

თამარ ჟვანიას განცხადებით წინასწარი შედეგები შემდეგია:

№5 –გრიგოლ ვაშაძე - 195 305 ხმა (43%)
№48 სალომე ზურაბიშვილი - 262 826 ხმა (57%)

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ამომრჩევლებს, თითოეულ მათგანს, ვინც მივიდა და აქტიურად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს გახლდათ ძალიან მაღალი აქტივობა, თითქმის ორ მილიონამდე ამომრჩეველი იყო მზად, რომ დღეს დაეფიქსირებინა საკუთარი ნება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს იმისთვის რომ პროცესის გამჭვირვალობისთვის შეეწყოთ ხელი, მათ მთელი დღის განმავლობაში ასევე მთლიანად პროცესს გაუწიეს მხარდაჭერა. მინდა მადლიერება გამოვხატო მედიაწარმომადგენლების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ მთელი დღის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას, თითოეულ წევრს, მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ დიდი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოებას, ლაივ რეჟიმში ექნება შესაძლებლობა მუდმივად განახლებადი წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.

„ჯერ კიდევ საოლქო საარჩევნო კომისიებში გრძელდება ოქმების შემოსვლა. როგორც მოგეხსენებათ ოქმების ატვირთვა ხდება მხოლოდ უბნების მიერ ყველა პროცედურის დასრულების შემდგომ. საოლქო საარჩევნო კომისიაში მიტანის შემდეგ ოფიციალური ოქმების სისტემაში შემოსვლის შედეგად ხდება ოფიციალური წინასწარი შედეგების დათვლა, თუმცა არის რამდენიმე უბანი, რომელზეც ჯერ კიდევ პროცესი დასასრულებელია და კიდევ ველოდებით ოქმების შემოსვლას, შესაბამისად, სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში გვექნება განახლებადი შედეგები ლაივ რეჟიმში, და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ ინფორმაცია ეტაპობრივად წინასწარი შედეგების შესახებ“,- განუცხადა მედიას ცესკოს თავმჯდომარემ.

მან, დღესვე საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებზეც ისაუბრა. თამარ ჟვანიას თქმით, ამ ეტაპზე საჩივრების რაოდენობა 289-ს შეადგენს.

„საჩივრების შეტანას აქვს წესი. ოქმის შედგენიდან ორი დღის განმავლობაში ისინი შეიძლება წარდგენილ იქნას საოლქო საარჩევნო კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიები მას იხილავენ ორი დღის ვადაში. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში იყო მზად მოეხდინა რეაგირება ნებისმიერ, პროცედურული ხასიათისა და თუ სხვა ტიპის, ხარვეზზე. საჩივრები, რომლებსაც ექნება არსებითი საფუძვლები, და არა მხოლოდ ისინი - ყველა მათგანი იქნება განხილული და გვექნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული კანონით დადგენილ ვადაში“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგის ბოლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42