დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ 76-ე უბანზე სხვა, 65-ე საარჩევნო უბნიდან 25 ბიულეტენი შემოიტანეს.
76-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს სტამბის ხარვეზი იყო.
„ჩარეული მხარეებისგან იყო ბევრი მცდელობა რომ უბანი ჩაშლილიყო, ამ ეტაპისთვის გრძელდება პროცედურული საქმიანობა, ხელახლა გადათვლა ბიულეტინების და რაც შეეხება ხარვეზს ეს არის სიცრუე, არავითარი ბიულეტენების შემოტანა არ მომხდარა საქმე გვაქვს სტამბურ ხარვეზთან,“-ამბობს ვაკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
საარჩევნო უბანზე ამ დრომდე ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან პირები, რომლებიც უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით იმყოფებიან. ისინი იოსელიანს მოუწოდებენ, დატოვოს უბანი.
ოპოზიცია სავარაუდო კარუსელზე საუბრობს და ვაკის 76-ე და 65-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.
„ეს არ არის არჩევნები, რაც ამ უბანზე ჩატარდა. ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა. ჩვენი კომისიის წევრს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ ამ სამართალდარღვევასთანდაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დაწეროს,“- განაცხადა კოტე იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






