„ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია... ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა“ - დავით ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 21:57, 28 Nov, 2018     1344
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ეგზიტპოლის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ბერძენიშვილის თქმით, საქართველოში ასეთი ძლიერი ოპოზიციის კანდიდატი არასდროს ყოფილა, ხელისუფლებამ კი გამოცდა ვერ ჩააბარა.


„რესპუბლიკელების“ ლიდერის თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ პროევროპულ ოპოზიციას აქვს ძალიან მაღალი სასტარტო პოზიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნების დროს ხელისუფლების შესაცვლელად.

„ჯერ მიმდინარეობს დათვლა, ჩვენ არ ვიცით, როგორი პროპორციებია. სრულიად ნათელია, რომ ძალიან კონკურენტული არჩევნებია, თუმცა ძალიან პირობითად შეიძლება ამას არჩევნები დავარქვათ, ერთის მხრივ ასეთი კონკურენცია არცერთ არჩევნებში, არამარტო საპრეზიდენტოში, არ ყოფილა , ასე ძლიერი ოპოზიციის კანდიდატი არასდროს არ ყოფილა, 1990 წლიდან მოყოლებული. ამ ვითარებაში გრიგოლ ვაშაძემ ძალიან ღირსეულად წარმართა თავისი კამპანია, ის იყო ძალიან კვალიფიციური. როგორი იქნება საბოლოო შედეგები ამას ვნახავთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, ვინ, სად, რამდენი ხმა მიიღო, სადაც შედარებით დაცული იყო უბნები, იქ როგორი ხმებია და სადაც იყო უამრავი პრობლემა იქ როგორი ხმებია. ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა, პრაქტიკულად მთელი საარჩევნო კამპანია იყო ძალიან ბინძური ხელისუფლების მხრიდან, ეს იყო ზიზღზე აგებული კამპანია და დამალული პრეზიდენტობის კანდიდატი კამპანია. იქნება თუ არ ეს გამარჯვება ვნახავთ დაითვლება შედეგები, მაგრამ სრულიად მკაფიო არის რომ სასტარტო პოზიცია, ქართულ დემოკრატიულ პროევროპულ და პროევროატლანტიკურ ოპოზიციას აქვს ძალიან მაღალი, ხელისუფლების შესაცვლელად მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს. სრულიად მკაფიოდ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია და ამის დამადასტურებელია ეს გამოღლეტილი, მითვისებული ხმები, რაც ამ არჩევნებში მან თავის კანდიდატს გამოუწერა.“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში საქართვლოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ აღიაროს არჩევნების შედეგები.

„ჩვენ რესპუბლიკელები აქ ვართ, გრიგოლ ვაშაძის შტაბში და ჩვენ მის საარჩევნო კამპანიას შემოვუერთდით მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში, პირველი ტურის შემდეგ, ბუნებრივია ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის პოზიცია, ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, ამასთანავე ჩვენ ბუნებრივია გვაქვს კონტაქტები მის წარმდგენ პოლიტიკურ პარტიასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და ის პარტნიორ პარტიებთან, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამას. ჩემი დაკვირვებით, ვერავინ ვერავის ვერ განუსაზღვრავს პოლიტიკის დღის წესრიგს, პოლიტიკის დღის წესრიგს ჩემი მოლოდინით და შთაბეჭდილებით განსაზღვრავს გრიგოლ ვაშაძე და მის ირგვლივ დარაზმული პოლიტიკური ძალები. რესპუბლიკელები ვართ პარტნიორები და მხარს ვუჭერთ პოზიციას, რომელიც იმედი მაქვს იქნება ისეთი, რაც მას წინასაარჩევნოდ აქვს გამოცხადებული, რევოლუცია იწვევს ზიზღს, ეს არის გრიგოლ ვაშაძის სიტყვები. მე მაქვს განცდა და ჩემი პოლიტიკური გამოცდილებაც აქეთკენ მიბიძგებს, რომ გადაწყვეტილებები გრიგოლ ვაშაძის და ლიდერი, წამყვანი პოლიტიკური ფიგურების მიერ, ვინც მის საარჩევნო კამპანიასი ასე აქტიურად მონაწილეობს, იქნება ისეთი, რომელიც არ შეუშლის ხელს რესპუბლიკურ პარტიას მათთან თანამშრომლობაში.“-აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42