„იმ უბნებში, სადაც პირველ ტურში ჩვენ წავაგეთ, ამავე უბნებში ახლა მოგებული გვაქვს“ - გიორგი ვაშაძე შედეგების ცვლილებას ელოდება
პოლიტიკა - 21:17, 28 Nov, 2018     938

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგები 17:00 საათის მონაცემებს წარმოადგენდა, 20:00 საათამდე კი ამომრჩევლებს მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ამიტომ აუცილებელია ყველა ხმის დაცვა. ვაშაძის ინფორმაციით ბოლო სამ საათში 300 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე:

„ჩვენ, როგორც იცით, აწყობილი გვაქვს ხმების პარალელური დათვლის სისტემა, შემოვიდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და მოვუწოდებთ ყველა ჩვენ მხარდამჭერს, გავამაგროთ უბნები და დავიწყოთ მონაცემების დაცვა მაქსიმალურად.

წალკა მე-14 უბანი გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ - 30 ხმა, 15 - სალომეს, დმანისი 36 -ე უბანი ვაშაძე - 101 სალომე - 61, ბოლნისი 45-ე უბანი გაიმარჯვა ვაშაშემ, დმანისი 42-ე უბანი ვაშაძე - 90, სალომე - 37, მარნეულის მე-12 და 46-ე უბნები გაიმარჯვა ვაშაძემ, ბოლნისი 45-ე უბანი გაიმარჯვა ვაშაძემ, გაჩიანის მე-11 უბანი ვაშაძე - 182, სალომე - 83.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ იმ უბნებში, სადაც პირველ ტურში წავაგეთ, ამავე უბნებში ახლა მოგებული გვაქვს.

თითოეულ ხმას ვითვლით, თითოეულ ოქმს ველოდებით, იმ უკიდურესად მძიმე გარემოში, რაშიც მიმდინარეობდა მეორე ტური და არჩევნების დღე, ტოტალური მოსყიდვა და არჩევანის თავისუფალი ნების გამოხატვაზე ზეგავლება, საკმაოდ საინტერესო შედეგები გველოდება წინ. შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლები იყო 5 საათის შედეგები, 5-დან 8 საათამდე იყო ძალიან მაღალი აქტივობა. ჩვენი მონაცემებით დაახლოებით 300 ათასამდე ამომრჩეველი მოვიდა დამატებით, ასე რომ ყველაფერი წინ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენ მხარდამჭერს მაქსიმალურად გავამაგროთ საარჩევნო უბნები და ოქმის წამოღებამდე არ მოვეშვათ.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42