„თქვენ გამარჯვება უფრო დაგაზიანებთ, ვიდრე დამარცხება“ - ნიკა მელია ხელისუფლებას
პოლიტიკა - 21:09, 28 Nov, 2018     1234

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - მეორე ტურის პირველადი ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში კომენტარი გააკეთა ნიკა მელიამ:

“ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრმა უარი განაცხადა პასუხზე, შეუძლებელი ტერორი იყო, საარჩევნო უბანზე შესვლაც კი შეუძლებელი იყო, ბევრმა თავი შეიკავა, უნდა დაველოდოთ პირველ რიგში საბოლოო სურათს, ეს საბოლოო სურათი უნდა დავინახოთ პირველ რიგში ჩვენც, დაინახოთ ტქვენც, საერტაშრისო საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა და ყველამ, მათ შორის გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ამიტომ, უახლოესი საათები ველოდებით საბოლოო სურათს. ცხადზე ცხადია, რა ხდებოდა არჩევნების დღემდე, წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი, საარაკო, ჯანსაღ გონებაში ვერ მოიხარშებოდა, ის სქემები, ძალადობის ახალი მეთოდები, შანტაჟი, მოსყიდვაზე აღარ მაქვს საუბარი, რამდენ ადამიანს გამოართვეს პირადობის მოწმობა, რამდენი ადამიანია, რომელსაც აუკრძალეს ეგრეთ წოდებულმა კრიმინალებმა, ვინც არიან მჭიდრო კავშირში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, დავინახეთ უნისონში მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ძველი ბიჭები და კრიმინალები. რამდენ ადამიანს უბრალოდ აუკრძალეს არჩევნებზე მისვლა, ეს არჩევნები ვერ იწოდება არჩევნებად, საარჩევნო პროცესზე უარი თქვა ხელისუფლებამ. მე არა ერთხელ მიტქვამს მათთვის, რომ თქვენ გამარჯვება უფრო დაგაზიანებთ, ვიდრე დამარცხება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, სამოქმედო გეგმაზე გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს და შესაბამის განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42