„პირველი ტურის შემდეგ სახიფათოც კია ეგზიტპოლებზე გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა არ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის დაქირავებული კომპანიაც აქვეყნებს ეგზიტპოლებს, შესაძლებელია რეაქცია გავაკეთოთ. მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩეველს. თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებში და ბოლო თვეების განმავლობაში როგორც განვითარდა სიტუაცია პოლიტიკაში, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება ჩემი აზრით. პირველ რიგში და ყველაზე მთავარი, ჩვენმა ამომრჩეველმა გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო , რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა ადეკვატური. მეც აქ მინდა გავიგიავდე, საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება . გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ, კიდევ მინდა გავიმეორო და გავუსვა ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვინც აკეთებს ანალიზს და ვინც პოლიტიკურ პროცესებში ერევა, ალბათ დამეთანხმებიან, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა კარგი სიმწიფე. მოკლე პერიოდი რაც ჩვენ არჩევნებს ვატარებთ, უახლეს ისტორიაში გამოცდილება, ეს არ არის ბევრი, წლებით თუ გადავთარგმნით და ის რაც საზოგადოებამ აჩვენა არის წინმსწრებად ძალიან კარგი შეგრძნება და სიტუაციის ძალიან კარგი გაგება, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი. გუნდმაც გააკეთა რეაქცია, რაც მოახერხა მოკლე დროში და ესეც მისასალმებელია, მეც გავაკეთე რეაქცია და ალბათ საზოგადოება ამაზეც გააკეთებს თავის რეაქციას, მეც გავაკეთე დასკვნები, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ მე კიდევ უფრო ადრე ვიგრძენი და დავიწყე დასკვნების გაკეთება. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის, ესეთი შეგრძნებისა და რეაქციისთვის. დანარჩენი ალბათ ჩემზეა, მეც რაც დაგპირდით ყველაფერს გავაკეთებ და გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ჩვენ გავამართლოთ, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ. დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას და მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა, ხარვეზები რაც ქონდა მაქსიმალურად შეეცადა მოკლე დროში და აუცილებლად ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ და უახლოეს რამდენიმე წელწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში, ჩვენს ევროპაში.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






