„ქართული ოცნება“ შეეცადა გაყალბების ყველა მექანიზმი გამოეყენებინა, თუმცა, ყველა ინდიკატორი გვიჩვენებს, რომ დამარცხებულია - ზაალ უდუმაშვილი
პოლიტიკა - 19:39, 28 Nov, 2018     1076

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - მეორე ტური სრულდება, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ზაალ უდუმაშვილმა დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა:

„ქართული ოცნება“ შეეცადა გაყალბების ყველა მექანიზმი გამოეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა, ყველა ინდიკაცია გვიჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია და ეს ასეც იყო. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებას. ამ დროისთვის დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები: ონის მე-16 უბანზე ბიულეტენები არის გამზადებული ჩასაყრელად და ამას გამოიყენებენ, რომ ჩაყარონ, ამის ფოტომტკიცებულება გვაქვს. სოფელ ქვემო ბოლნისში 55-ე უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს სახიდ მეხიდიევს ემუქრება იმრან გასიმოვი, ეს გახლავთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ჯერ ჩვენს წარმომადგენელს შესთავაზეს ფულადი თანხა, როდესაც მან უარი განაცხადა ფულის აღებაზე, მას დაემუქრნენ, ბოლოს უკვე ემუქრებიან დაჭერით და ციხეში ჩასმით. ქუთაისის 57-ე უბანზე მარკირებული მოქალაქე შევიდა ხმის მისაცემად. ოპოზიციის დამკვირვებლის შენიშვნაზე მოქალაქემ მიუგო, რომ ის უკვე იმყოფებოდა ხმის მისაცემად და ხელი იმიტომ აქვს მარკირებული. ზოგადად, მარკირების თემა დღის მეორე ნახევარში ძალიან გააქტიურდა „ქართული ოცნების“ მხრიდან და არ არის გამორიცხული, მარკირებული ამომრჩევლები ხელმეორედ შეუშვან უბნებზე ხმის მისაცემად. მოვიწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ არ მოხდეს მარკირებული ადამიანების ხელმორედ შეშვება ამ უბნებზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42