„მე მომწონს, რაღაც ისეთი აქტიური დღე არის, ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქემ იგრძნო და ეს ძალიან კარგია. ასე ვთქვათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ქალაქი ამას გრძნობს და ქვეყანა. მე მივეცი ხმა, პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ მივეცი ხმა პროგრესს, სტაბილურობას, დასავლურ ვექტორს და კიდევ ხმა მივეცი საქართველოს გადარჩენას. დღეს არის ისტორიული არჩევნები, მე ეს ვთქვი და კვლავაც გავიმეორებ და ასეც მოხდება, ნახავთ თქვენ. ძალიან რთული არჩევნებია, ჩემი აზრით იმიტომ, რომ მართლაც საქართველოს ბედ-იღბალი გარკვეულწილად პოლიტიკურად წყდება. ჩვენი მონაპოვარის შენარჩუნება გვიწევს 2018 წელს. აი, ამ რეალობის წინაშე დავდექით. სამწუხაროა, რომ ეს რეალობა დადგა, მაგრამ ბედნიერებაა ის, რომ მგონია, რომ ხალხი სწორად აზროვნებს, სწორად ფიქრობს და არ გაყიდის თავის არჩევანს არ გაყიდის თავის მომავალს, შვილების მომავალს, მოხუცის სიბერეს, პროგრესს, განვითარებას ქვეყნისას. საქართველოს დიდი გზა ელის წინ. გამორიცხულია, რომ ეს წალკოტი ხელში გვქონდეს და აი ამ ჯოჯოხეთად ვაქციოთ, რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება და ამ ჭაობში დავტოვოთ. ეს არის ბრწყინვალე ქვეყანა, რომელსაც ყველა ეპოტინება და ჩვენ უნდა ვივარგოთ ქართველებმა, ყველა მოქალაქემ და მხარი დავუჭიროთ განვითარებას და პროგრესს,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






