შს მინისტრის მოადგილის პირველადი ინფორმაციით, სროლა განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
„მსურს, გამოვეხმაურო ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტს, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. ამ ეტაპზე, როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა, პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან. ეს ადამიანი ამჟამად პოლიციის განყოფილებაშ იმყოფება“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






