შსს-მ არჩევნებზე არსებულ დანაშაულის 11 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პოლიტიკა - 18:34, 28 Nov, 2018     617
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე არსებულ დარღვევებთან და სავარაუდოდ დანაშაულებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

"ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ფაქტზე, რის შესახებაც პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე. კერძოდ:

თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დადგენილია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად;

მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოკითხული არიან ინციდენტის მხარეები, რომლებიც მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები;

ადიგენში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად;

ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოიკითხონ დაზარალებულები. ამ ეტაპზე არც ერთ ფაქტზე არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები;

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოკითხულია დაზარალებული და ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე მოწმეები. ამ ეტაპზე გამოკითხული პირებისთვის უცნობია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მისი ვინაობის დასადგენად;

ქვემო ქართლში მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 164 -2 მუხლით. გამოვლინდა ასეთი 9 შემთხვევა. მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა;

თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოკითხულია დაზარალებული. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად;

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

დუშეთში საარჩევნო უბანზე მომხდარი ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ის პირველი ნაწილით.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და დაზარალებულები არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები" - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42