ჩხალიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ღიად უჭერს მხარს დღეს ამბობს, რომ არასდროს ჰქონია სურვილი, რომ ახალქალაქი საქართველოს გამოყოფოდა.
ის ასევე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ შესთავაზა თანამშრომლობა და მისი უარის შემდეგ სეპარატისტად გამოაცხადა.
„იარაღის უკანონო შენახვას და შეძენას მაბრალებდნენ და მაგიტომ დამიჭირეს. ჯერ ერთი, იარაღი თავად შემოიტანეს და მეორე, ხუთი წლის მერე რომ გამოვედი, გავხდი სეპარატისტი, კრიმინალი და ანტიქართველი. 2006 წელს, როდის ჩვენ მოვიგეთ არჩევნები აქ, თავად მოვიდა და იძახდა, მოდით ჩვენთან, ნაციონალურ მოძრაობაში შემოდით და ვითანამშრომლოთო. ჩვენ არ შევედით ნაციონალურ მოძრაობაში და გავხდით ექსტრემისტი? ელი ელი ნახავთ ჩემნაირ პატრიოტს საქართველოში. მე ვიცი, რომ საქართველო უნდა იყოს ძლიერი და საქართველო უნდა დარჩეს ქრისტიანული. ეს აუცილებელია ორი ერისთვის - სომხებისთვის და ქართველებისთვის. მეორე, მე უკვე ხუთი წელია, გარეთ ვარ და თუ მე ექსტრემისტი ვარ. უკვე ხუთი კაცი გამოგზავნა ჩემთან მიხეილ სააკაშვილმა ლონდონიდან, ამერიკიდან, მოდით, ვითანამშრომლოთო, რაც იყო, ჩემი შეცდომა იყო და მე რომ ჩამოვალ, დავიწყებ სხვანაირადო. თუ მე ექსტრემისტი ვარ, რა გინდა ჩემთან სალაპარაკოდ?" - განაცხადა ვახაგან ჩახალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






