ორგანიზაციის დაკვირვებით, ამ დროსათვის გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.
"საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, სხვადასხვა ოლქებში საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება „ქართული ოცნებისა“ და კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა თუ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება და მათი მიერ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა. ერთ-ერთი უბნის მიმდებარედ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ასევე დააფიქსირა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი." ნათქვამია ორგანიზაციის ინოფრმაციაში.
რაც შეეხება უკფრო კონკრეტულ ფაქტებს. მათი ცნობით, მარნეულის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა,
იხილეთ ვრცლად "სამართლიანი არჩევნების" 15 საათის მონაცემები http://www.isfed.ge/main/1454/geo/
მასალის გამოყენების პირობები






