ზაალ უდუმაშვილის თქმით, გორში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ქართული ოცნების წარმომადგენლების სიები.
„ამ სიებში აღნიშნულია სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ასევე კონკრეტული თანხებია მითითებული ვიზა რამდენია გაცემული. ზოგადად ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვის ფაქტები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. დგანან საარჩევნო უბნებზე და პირდაპირ ცდილობენ მოისყიდონ ამომრჩეველი,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.
ზაალ უდუმაშვილი აბაშაში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა,
ცნობისთვის "ოცნების" დეპუტატმა ლეონტი ნადარეიშვილიპირადად მიჰყვება საარჩევნო კაბინაში და მიუთითებს მოქალაქეს ვინ უნდა შემოხაზოს.
ამასთანზაალ უდუმაშვილის თქმით ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე უბანზე კი პირდაპირ არის გახსნილი „ქართული ოცნების“ შტაბი.
ზაალ უდუმაშვილის თქმით ადგილი ჰქონდა ენმ-ს წევრზე თავდასხმასაც. პარლამენტარ გოგი მიშველიანის ძმა რომელიც არის საკრებულოს წევრი თავს დაესხა სამირა ისმაილოვას.
მასალის გამოყენების პირობები






