პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:46, 28 Nov, 2018     683
პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან ბრალდებულები და მსჯავრდებულები აფიქსირებენ.

მეორე ტურის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით გააკეთეს, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულმა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.

ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

როგორც 113-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„შვიდ საათზე გავხსენით საარჩევნო უბანი, 08:18-ზე მივიღეთ პირველი ამომრჩეველი. აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამ დროისთვის უკვე 118 ადამიანს აქვს ხმა მიცემული. სიაში გვყავს 1153 ამომრჩეველი. ველოდებით აქტივობის კიდევ გაზრდას. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რისთვისაც ადმინიტრაციას ვუხდით მადლობას“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

შეფასება გააკეთა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა 113-ე საარჩევნო უბანზე, სანდო ალავერდაშვილმა.

„საარჩევნო პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს, აქტივობაც შესაბამისია და დღის ბოლოსთვის, ვფიქრობ, მივიღებთ შესაბამის შედეგს“, - აღნიშნა სანდრო ალავერდაშვილმა

„მონაწილეობა მივიღე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ყველაფერმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა. ხმის მიცემა სტაბილურად, მშვიდად მიმდინარეობს და არჩევანის უფლება ყველას თავისი აქვს. მივეცი ხმა კანდიდატს, რომელიც წაიყვანს საქათველოს სწორი მიმართულებით, ევროკავშირში გააწევრიანებს და ჩვენი ქვეყანა განვითარების გზით წავა“,- განაცხადა მსჯავრდებულმა.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს" - აღნიშნულია პენიტენციული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42