"გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 14:38, 28 Nov, 2018     635

საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან.

„ნაციონალურ მოძრაობას აქვს მცდელობა, ოპოზიციის რანგში გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ხელისუფლებაში იყო“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ინარჩუნებდა ხელისუფლებას გაყალბებით. ბუნებრივია, ამ მასშტაბის გაყალბების თავი მათ დღეს არ აქვთ, თუმცა მათ აქვთ მცდელობა საკუთარი რესურსების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ, რათა შეეცადონ არჩევნების გაყალბებას, მათ ამის შანსი არ აქვთ. ჩვენ ვნახეთ ნაცმოძრაობის წარმომადგენლების შეშინებული სახეები, როდესაც ისინი საუბრობდნენ გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შევაშინებ მათ და გავაფრთხილებ, რომ ამ სქემას აუცილებლად ექნება უმკაცრესი რეაგირება და გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი გაფრთხილება. ასევე მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება ამ ძალიან მძიმე სამართალდარღვევაზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ლაგოდეხის მე-15-ე უბანზე მომხდარ სამართალდარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ უბანზე ნაცმოძრაობის წევრს საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების მოპარვა მოსთხოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42