საპრეზიდენტო არჩევნები 2018 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ამ დრომდე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. ორგანიზაცისს წამომადგენლების განცხადებით, მთავარი ტენდენცია, რომელიც მათ დააფიქსირეს, არის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.
ეკა გიგაურის თქმით ამომრჩევლები გამოდიოდნენ საარჩევნო კაბინიდან და გახსნილ საარჩევნო ბიულეტენს აჩვენებდნენ დამკვირვებელს.
„იყო ხელისუფლების კანდიდატი შემოხაზული და მათ სურდათ ვიღაცას დაენახა თუ ვის მისცეს ხმა,“-აცხადებს ეკა გიგაური.
„საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დარღვევები წინა არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. ეკა გიგაური ასევე საუბრობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზეც.
„ასეთი ფაქტი დავაფიქსირეთ 4. ეს იყო ქარელში, აბაშაში და ბათუმში 2 ფაქტი. ჩვენმა დამკვირვებლებმა თქვეს, რომ როდესაც ამომრჩეველი გამოდიოდა საარჩევნო უბნიდან იგი ჯდებოდა მანქანაში სადაც ხდებოდა მისთვის ფულის გადაცემა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






