საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტური მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საარჩევნო უბანზე შვილთან და რძალთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მან არჩევანი გააკეთა სამართლიანობისა და ღირსებისთვის. ივანიშვილის განცხადების ძირიტადი ნაწილი რუსთავი 2-ის კრიტიკას მიეძღვნა და მან ტელეკომპანია სიცრუეში დაადანაშაულა:
„არჩევანი გავაკეთეთ ღირსების, სამართლიანობისთვის და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს და ძალადობას, არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან, ის წლები კარგად გახსოვთ, ძალა, რომელიც დღეს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის ოპონენტს, მათი ხელწერ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. კარგად ვიცით და თქვენც. კარგად იგრძნობა მოსახლეობის მობილიზება, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს. მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ექსცესების, ვისი ხელწერცაა და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები, თქვენი ტელევიზია იქნება ძალიან გამამაცებული და მონაწილეც იქნება სამწუხაროდ, მაგრამ მობილიზება მეორე მხრიდანაცაა საკმარისზე მეტი და ნახეთ, თქვენ რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“. ისევე მოხდება დღესაც. მცდელობები ექნება, უამრავ სიცრუეს ყრის რუსთავი 2, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული იმ სიცრუის ნაკადით, 10-დან 9 შემთხვევაში, თუ ათივე არა, არის სიცრუე.“- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






