„საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს სრულიად ახალი მომავალი, უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება. უნდა დავიწყოთ ის, რომ ხელისუფლება მართლაც ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის რაც დღეს ხდება. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას, რაც პირველი ტურიდან მეორე ტურამდე ვიხილეთ ეს ალბათ მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა, წინასაარჩევნო პროცესის, კანონთან ასეთი უდიერად მოპყრობა, ყველაფრის დარღვევა, რაც ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან. მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყნარად მივედით მეორე ტურამდე. მთავარი რასაც მოვუწოდებ ამომრჩეველს, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვენი ბიულეტენი წყვეტს, თუ როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ დარღვევებზეც ისაუბრა და განაცხადა რომ მასიურად ფიქსირდება ისეთი ფაქტები, რომ ამომრჩეველს აიძულებენ გახსნილი ბიიულეტენით გამოვიდნენ ხმის მიცემის კაბინიდან. ვაშაძის თქმით, ყველა დარღვევა ფიქსირდება და მათ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
მასალის გამოყენების პირობები






