გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა. მისი თქმით, შეუძლებელია სახელმწიფოს ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც მიაჩნია, რომ ომი მტერ სახელმწიფოსთან საქართველომ დაიწყო.
"უაღრესად პრინციპულია, რადგან მთელი ჩემი შეგნებით ვთვლი, რომ შეუძლებელია ქვეყანას ჰყავდეს უმაღლეს მთავარსარდლას ის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ომი მტერ სახელმწიფოსთან დაიწყო მისმა ქვეყანამ ასე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ღირსსები და მომავლის თვალსაზრისით. უბრალოდ ხმა უნდა მივცეთ ნიაღვარს ცინისზმისა რასად ადგილი ჰქონდა და როდესაც ცემენ შტაბში და მერე გამოვლენ და ამბობენ, რომ შენშენი თავი გაილახე როდესაც გაშინებენ და შავზე ამბობენ თეთრს მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს ყველას პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, რომ ოპოზიციას თავში უნდა ჩაარტყა, როდესაც მილიარდერი 6 წლის თავზე ხუთ კილოგრამ კარტოფილს, ფქვილს და შაქარს არიგებს. სწორედ ამის წინააღმდეგ მივეცი ხმა. დღეს უბრალოდ ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. ჩემთვის მაგალითად, ეს არ არის არჩევნები, სადაც უბრალოდ რომელიღაც კანდიდატს ვირჩევთ" - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






