ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი გარკვეულწილად მძევალია.
"ამომრჩეველს ეუბნებიან, მომისმინე, შენ მე კი არ უნდა გემსახურო, არამედ შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მადლობელი უნდა იყო ჩემი, რომ მე "ნაციონალური მოძრაობა" გაუშვი ხელისუფლებიდან. ამ პოლიტიკური მესიჯით მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამომრჩეველი გარკვეულწილად მძევალია. რა დამოკიდებულებაა ეს საზოგადოებასთან - შენ მე კი არ უნდა გემსახურო, ბოლომდე შენს სამსახურში კი არ უნდა დავდგე, ანუ შენ უნდა იყო ჩემი მადლობელი. ეს ერთის მხრივ ზემოდან მაყურებელი და პოლიტიკურად გაუმართლებელი მესიჯი ამ არჩევნებზე ბოლომდე ჩამოემსხვრათ. 62% რომ შენს წინააღმდეგ მისცემს ხმას, ამას უნდა მიხვდნენ თუ აქვთ უნარი"- აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი ამბობს, ის არჩევნებს მოიგებდა თუ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან მისი თქმით, ის ახალი კონსტუტუციით, ამომრჩეველს მთავარ პრობლემებს ვერ მოუგვარებდა.
მასალის გამოყენების პირობები






