„ნებისმიერ მოქალაქეს ვთხოვ, ნუ წამოეგებიან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 18:49, 27 Nov, 2018     721

"ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურისთვის დავალება აქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, საჩივრები დაწერონ.

მამუკა მდინარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პროვოკაციულ გამოხტომებს. მთელი დღის განმავლობაში მისი მედია-საშუალებიდან იღვრება უამრავი ტყუილი. საზოგადოებას ვთხოვ, რომ ყურადღებით მოუსმინონ მათ მიერ გახმოვანებულ ინფორმაციებს და პროვოკაციებს არ წამოეგონ. ისევე როგორც, ნებისმიერ ამომრჩეველს, ნებისმიერ მოქალაქეს ვთხოვ ხვალ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე ნუ წამოეგებიან.

ასევე, მინდა მივმართო ჩვენს აქტივს, „ქართული ოცნების ჯარისკაცებს“: ისინი აქტიურად არიან არჩევნებში ჩართულნი. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა და მისი მედია-საშუალება აქვეყნებს ინფორმაციას, თითქოს კოორდინატორთა მიერ მხარდამჭერთა მობილიზებისთვის გადადგმული ნაბიჯები არის უკანონო, რაც აბსოლუტური სიცრუეა.

ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს აბსოლუტურად კანონიერად აქვს ასეთი სიები მოპოვებული. ამ სიებთან დაკავშირებით მათ შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ, მათ შორის, მოახდინონ იმ ამომრჩევლების აღრიცხვა, რომლებიც, მათივე ინფორმაციით „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს. ამიტომ, ამაში არაკანონიერი არაფერია და იმოქმედონ თავისუფლად, იმოქმედონ თამამად და ნუ წამოეგებიან პროვოკაციებს, რომლებიც ამ სიებთან არის დაკავშირებული.

როგორც ჩვენ პირველ ტურში ვაცხადებდით, მეორე ტურისათვის ნაციონალურ მოძრაობას გაცემული აქვთ ბრძანება, დავალება თავის აქტივზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა საარჩევნო დარღვევები, მათ დაწერონ საჩივრები. ისინი აცხადებენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მათ საიტზე უნდა აიტვირთოს საჩივრები და აქვთ სპეციალური საიტი ამისთვის.

ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს, მარინა ჭკადუას დაწერილი აქვს საჩივარი, რომ ხვალ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა დარღვევა - მარკირების გარეშე ადამიანის შეშვება. ამასთან დაკავშირებით ათასგვარ თავისმართლებას შეეცდებიან, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა დარღვევა, ისინი აპირებენ ბევრი საჩივრის დაწერას და ესეც არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ემსახურება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია და ბუნებრივია, ეს ისედაც ჩანს საინფორმაციო საშუალებებითაც, რომ ნაციონალური მოძრაობა ემზადება პროვოკაციებისთვის. დღეს მათ აღჭურვეს თავისი აქტივისტები ჩამწერი მოწყობილობებით, ეს არის მათი სტილი და ამას თავს ვერ ანებებენ, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ თითოეულ მოქალაქეს, ეს იქნება რიგითი ამომრჩეველი, თუ ჩვენი აქტივისტი, რომ მათაც შეუძლიათ ნებისმიერი ასეთი პროვოკაციის შემთხვევაში გადაიღონ და მიაწოდონ ჩვენ შტაბებს ინფორმაცია. გადაიღონ ნებისმიერო მცდელობა პროვოკაციისა, რომელთაც აუცილებლად ექნება ადგილი ნებისმიერი ლოგიკით ხვალ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან. ჩვენ თითოეულ პროვოკაციაზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, თუმცა, ასევე ვთხოვთ, რომ პროვოკაციაზე ისინი ნუ წამოეგებიან.

ხვალ საქართველო აკეთებს პრინციპულ არჩევანს, ჩვენ გვექნება დემოკრატიული, გამჭირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდგომ. ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აღებული და ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, ტესტი იმისა, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატია და ეს საკითხი ვერასდროს გადაიხედება, რაც არ უნდა მარგინალური ძალა ცდილობდეს პროვოკაციის მოწყობას და ამ ფონზე არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას"- განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42