"4 თითის ჩვენების კადრების გარდა, არსებობს ბევრი მტკიცებულება" - ზაზა ოქუაშვილი მთავარ მტკიცებულებად 4 თითის კადრს გადასცემს
პოლიტიკა - 18:17, 27 Nov, 2018     1199
ომეგა ჯგუფის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩვენები 4 თითის ჩვენების კადრები შესაძლოა, ლონდონის სასამართლოში იმისი მტკიცებულება გახდეს, რომ ყოფილი პრემიერი საქართველოში ბიზნესს ატერორებს და მმართველი პარტიის სახელით ფულს სძალავს.

კურიერთან საუბარში ომეგას დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს ნამდვილად მოუწევს პასუხისგება საერთაშორისო სასამართლოში და ამისთვის ის მზადაა, ქართული ოცნების თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის ფარული ჩანაწერიც წარმოადგინოს, სადაც ივანიშვილი პირდაპირ ითხოვს 4 მილიონს. თუმცა, მისივე მტკიცებით, საქმეში ბევრი მტკიცებულებაა და ეს მხოლოდ ე.წ. 4 თითის კადრები არ არის.

„ლონდონის სასამართლო განიხილავს კომპლექტურად. ყიფიანი წარდგება, როგორც ორგანიზატორი და მასთან მთელი მიმდინარე ჯგუფი. გახარიამ თქვა, რომ დიდი სიხარულით ჩამოვა და მობრძანდეს ლონდონში, კი ბატონო და ექნებათ მასთან კითხვები, როგორც პოლიციის უფროსთან, რომელის ჩარევითაც ბანკმა გასცა თანხა.

"ბევრი ხალხია, რომელსაც აქვს სალაპარაკო. ბიძინა ივანიშვილი თვითონ საუბრობს 4 მილიონზე და თითებს გვაჩვენებს, ოთხ ცალს. მასზე ძალიან კარგად საუბრობს მის ირგვლივ მყოფები დაწყებულია გახარიათი, ლევან ყიფიანი და სხვა.

"შემდეგ ემსახურებიან, ხალხს აშინებენ ბანკში, რომ სასწრაფოდ გაიტანონ. ივანიშვილს ეშინია, როგორც წერილში ჩანს, იმ ოთხი მილიონის. მე უარი უნდა ვთქვა, რომ ის ოთხ მილიონს ითხოვდა იმიტომ, რომ მტკიცებულებები ბევრია, ერთი კადრი არ არის მთავარი, არის მტკიცებულებები უხვად. ეს კადრი ბუნებაში არსებობს და რადგან არსებობს, ამის დამატკიცებელი საბუთებიც არსებობს. ჩვენ გვიყვარს ეს ოთხი თითი, ესეც ბუნებაში არსებობს და წარსდგება პროფესიონალურ ინსტანციაში,“ - ამბობს ზაზა ოქუაშვილი.

წუარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42