იაპონიაში შეკრებაზე მყოფ ქართველ ძიუდოისტებს შორის ჩხუბს ფედერაციის პრეზიდენტი არ ადასტურებს
სპორტი - 17:25, 27 Nov, 2018     10467
ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, ქართველ ძიუდოისტთა შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ იაპონიაში ჩატარებულ ტურნირზე ასპარეზობა ტრავმის გართულების თავიდან აცილების მიზნით შეწყვიტა


„მოგესალმებით გულშემატკივრებო, მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას ჩხუბთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მივიღე ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად.“- წერს ლაშა შავდათუაშვილი ინსტაგრამზე.

ძიუდოისტებს შორის მომხდარ ჩხუბს არ ადასტურებს არც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი ათაბეგაშვილი. მისი თქმით ფედერაციაში რაიმე ტიპის საჩივარი ან განცხადება არ შესულა და არც არავის მიუმართავს.

„შესაბამისად, ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. თუ ვინმე წარმოადგენს რაიმე ტიპის მტკიცებულებას და ეს ფაქტი დადასტურდება, იქნება ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება.“- განაცხადა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ოსაკადან თბილისში დაგეგმილზე ადრე დაბრუნდნენ. გავრცელებული ინფორმაცით, მიზეზი ნაკრების წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება იყო. როგორც სხვადასხვა ფეისბუკგვერდზე წერენ შავდათუაშვილსა და მარგველაშვილს ნაკრების დანარჩენი წევრებ დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი ბოლო პერიოდში ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენები გახდა, როგორც ცნობილია ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღდეგ გამართულ ძიუდოსიტების საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან შავდათუაშვილი და მარგველაშვილი თავს იკავებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დაპრისპირებაში არ მონაწილეობდა ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ ხელჩართული ბრძოლისას მძიმე დაზიანებები მიიღო ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ოსაკაში გრანდ სლემზე წარუმატებლად გამოვიდა, გუნდმა ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ მოახერხა მოახერხა, ნაკრების რამდენიმე წევრი ტურნირზე საერთოდ არ გამო ვიდა, ფედერაციამ მიზეზად ტრავმები დაასახელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42