“შეშფოთებული ვარ რიტორიკით, რომელიც მესმის არასამთავრობოების მიმართ“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:21, 27 Nov, 2018     839

მენტალობა, რომ თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას, მტრად ხარ მიჩნეული, ტოტალიტარული აზროვნების წინაპირობაა - საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ობიექტური შეფასებებისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეტევის ფონზე მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც პოლიტიკოსებისგან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმის.

„დღეს, არჩევნების წინა დღეს, მე გადავწყვიტე შეგხვდეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებით უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენი დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით - არჩევნებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ვალდებულების შესრულებისთვის, რომელიც ქართული საზოგადოების წინაშე გაქვთ აღებული. ეს მადლობა გეხებათ პირადად თქვენ როგორც მესამე სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებენ ამ საქმიანობას.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რაც არაერთხელ უკვე აღმინიშნავს, რომ შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით, ხდება თქვენზე შეტევა. მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა და გადაცდომის შესახებ, მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექსტშიც, თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას ან ძლიერებს ამა ქვყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნებისა. მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ თქვენი მოღვაწეობისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებები მოისმინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42