„ნიუპოსტი“ უცვლელად გთავცაზობთ მიმართვის ტექტს.
"დღეს საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას.
მივმართავთ ყველა თაობის ეროვნულ-დემოკრატს. თითოეულ თქვენგანს, ვინც გულწრფელად იბრძოდით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლითვის.
ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას არასოდეს გადაუხვევია მისი საუკუნოვანი ღირებულებებითვის და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მძიმე პერიოდებში იდგას იქ, სადაც ეს სჭირდებოდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ვიბრძოდით და ჩვენი მეგობრების სახით მსხვერპლიც გავიღეთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის.
ეს იყო ბრძოლა არა პიროვნებების ინტრესებისათვის, არამედ ჩვენ არჩევანს ვაკეთებდით თავუსუფლებასა და მონობას შორის, და ეს არჩევანი ყოველთვის პროგრესული და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან შესაბამისი იყო.
დღესაც, თითოეულ ეროვნულ-დემოკრატს, მოუწევს არჩევანის გაკეთება არა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არამედ ეს იქნება არჩევანი იმპერიალისტურ, ოკუპანტ რუსეთსა და განვითარებულ დასავლეთს შორის.
ეს არ არის არჩევანი პიროვნულ სიმპათია-ანტიპათიაზე, არამედ გავაკეთოთ არჩევანი იმ იდეალების მიხედვით, რისთვისაც გვიბრძოლია, აგერ უკვე, 30 წელზე მეტია და რისთვისაც იბრძოდნენ ერთი საუკუნი წინ ჩვენი პოლიტიკური წინაპრები.
სამწუხაროდ, ეს ბრძოლა არ დასრულებულა...
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ იდეალების ღალატის, მის პერონალიებზე დახურდავებისა და რუსულ პროპაგანდისტულ ანკესზე წამოგების; ჩვენ არ გვაქვს უფლება ბრძოლის მიტოვების, რადგან თუ დღეს არ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, ხვალ მომავალი თაობების წინაშე მოგვიწევს პაუხისმგებლობა!
მოგმართავთ თითოეულ ეროვნულ-დემოკრატს, გააკეთეთ გააზრებული არჩევანი და მოვიახლოვოთ ქართველი ერის გამარჯვება ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით 1988 წლის ნოემბერში, როგორც ამას ვაკეთებდით 9 აპრილს, როგორც ამას ვაკეთებდით აფხაზეთსა და ცხინვალში!
შეგახსენებთ, გია ჭანტურიას სიტყვებს - „საქართველო ჩემთვის წინ გახედვა და პროგრესისათვის ბრძოლაა!“
ჩვენც გავიხედოთ წინ და არჩევანი გავაკეთოთ ცივი გონებით - არა მეჩითოვის, ძასოხოვის თუ ჩახალიანის სასარგებლოდ, არამედ იმ საქართველოსთვის, რომელ საქართველოზეც ოცნებობდა ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სპირიდონ კედია! რომელი საქართველოსთვისაც ტყვია ესროლეს გია ჭანტურიას!
ეს არჩევანი გვიდგას 28 ნოემბერს!
ძალა ერთობაშია !
დავუდგეთ გვერდით გაერთიანებულ ოპოზიციას და მის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს!" - ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






