მამუკა მდინარაძე "ომეგას" საქმეზე საუბრისას მდინარაძე ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ნებისმიერ სასამართლოში მონაწილეობის მიღებას მოერიდება"
„ხანდახან დგება მომენტები, როდესაც პოლიტიკოსმაც კი არ იცის ირონიის გარეშე რა უპასუხოს დასმულ კითხვას. ვცდილობ, ირონია არ გამოვამჟღავნო ამასთან დაკავშირებით. სამართლის მცოდნემ არ ვიცი რა დავარქვა იმას, რასაც ზაზა ოქუაშვილი აკეთებს ამ ხნის განმავლობაში. მეც კი ვერ გავიგე და ალბათ საზოგადოებაც დაიბნა, რა უნდა ამ ადამიანს, რატომ იხდიდა თავის დროზე 6 მილიონი ლარის გადავადებაში 4 მილიონს, ბოლოს გადაიხადა თუ არა? ბოლო ეთერშიც ვერ გაგვაგებინა რისი თქმა უნდოდა. ეს არის მცდელობა, რომ ილუზია შექმნან, თუმცა, აქაც უნდა ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანი და მისი შემკვეთები, რისი ილუზიის შექმნა უნდათ. ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება დიდი ბრიტანეთის სასამართლო, ქართული სასამართლო, ჩვენი პარტნიორი თუ უცხო ქვეყნის სასამართლო, სადაც შეიძლება საკითხზე მსჯელობა, მივიღებთ მონაწილეობას. არც ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, რომელიც მოერიდება ნებისმიერ სასამართლოში მონაწილეობის მიღებას. მართალი ადამიანი არანაირ სასამართლო ინსტანციას არ ერიდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






