საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურის წინ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს მართავს. დღესპირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) წარმომადგენლებთან გამართა. პრეზიდენტიგაეცნო იმ შეხედულებებსა და პოზიციებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის წევრებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქვთ.
პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაის განცხადებით, ჯერ კიდევ პირველი ტურის დასრულებისთანავეპრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიებს მეორე ტურისთვისაც აქტიური საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„საკამოდ პოლარიზებულია საარჩევნო გარემო და ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება შეასრულოს არჩევნების დღეს სადამკვირვებლოორგანიზაციების ქცევამ და მათმა შეფასებებმა. მათი პოზიციის მოსმენა ძალიან საინტერესოა პრეზიდენტისთვის. პრეზიდენტი, თავის მხრივ, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს გაუზიარებს თავის შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდიოდა ეს პერიოდი. არაერთი მნიშვნელოვანი შეფასება, საგანგაშო სიგნალი მოვისმინეთ, მათ შორის, ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისმხრიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინება და პრევენცია, როგორიც იყო ძალადობის ფაქტების გამოვლინება, გარკვეული მოსაზრებები სარჩევნომოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ამ დროს ერთობლივად, სერიოზული მუშაობა იმისათვის, რომ მეორე ტური, რომელიც თავისთავად არის დემოკრატიულობის ნიშანი, ჩატარდეს ისე, რომ ამდემოკრატიულობის ხარისხს ჩრდილი კი არ მიადგეს, არამედ ჩვენ დავრჩეთ ან ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ ქართულ დემოკრატიაში", - განაცხადაფიქრია ჩიხრაძემ.
IRI-ის სადამკვირვებლო მისიასთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნი ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






