"ოცნების კომისიის წევრმა, დედაჩემს უთხრა ბანკის ვალი ჩამოეწერაო თქვენს შვილსო და ვალი საერთოდ არ გვაქვს"
პოლიტიკა - 14:10, 27 Nov, 2018     3322

ლანჩხუთის ყოფილი გამგებლის, ზაზა ურუშაძის ყოფილი მოადგილე, ამჟამად "გირჩის" წარმომადგენელი ვახტანგ ზენაიშვილი აცხადებს, რომ ლანჩხუთის ერთ-ერთი უბნის კომისიის წევრი, გვარად გიორგაძემ, რომელიც ყოფილი პოლიციელის, გია ბოლქვაძის მეუღლეა, ამომრჩევლებს ატყუებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის მიზნით, მათ ეუბნება, რომ ბანკის ვალები აქვთ ჩამოწერილი.

ამის მტკიცებულებად ვახტანგ ზენაიშვილს მის სახლში, გუშინ მომხდარი ფაქტი მოჰყავს, როცა ზემოთაღნიშნული ქალბატონი დედამისთან მივიდა და უთხრა, რომ მის შვილს (ანუ, თავად ვახტანგ ზენაიშვილს. ავტ) და შვილისშვილს ბანკის ვალი ჩამოწერილი აქვთ:

"ძალიან გავბრაზდი და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, როცა დედაჩემმა ეს მითხრა. რომ როგორც ქალბატონ კომისიის წევრს, გვარად გიორგაძეს უთქვამს თითქოს მე და ჩემს ძმის შვილს ბანკის ვალი გვაქვს ჩამოწერილი. ჯერ ერთი, ჩვენ არც ერთი არ ვართ ბანის პრობლემური მომხმარებელი და თუ რამე გვაქვს აღებული სესხად იმას ვიხდით პირნათლად და მერე ის, რომ რა შუაშია "ოცნების" კომისიის წევრები, ან კოორდინატორები ამ დავალინებასთან? უნდა იცოდეს ყველამ, რომ ჯერ ერთი ეს ვალების ჩამოწერა არის ტყუილი და უინტელექტოო, ბნელი ადამიანების მხრიდან გამოყენებული წინასაარჩევნო პიარი, ეს არის ბოლშევიკური "ოცნების" მხრიდან გათვლილი ხალხის მოტყუების მიზნით.

ჩემის აზრით, საქართველოს მომავალი არ უწერია, თუ ეს დეკლალირებულად სოციალისტური პარტია, არა მარტო ოდეებით, არამედ ადამიანური რესურსითაც, სწრაფად არ იქნება ჩამოშორებული, როგორც ქვეყნის მმართველები და ეს უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ამ პრობლემას არ მოიშორებენ დროულად, უახლოეს მომ,ავალში თავადვე დადგებიან უდიდესი და უმძიმესი პრობლემების წინაშე"-აცხადებს ზენაიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42