“უკვე რამდენიმე ადამიანი ღიად საუბრობს ძიუდოს ფორუმებზე, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რამაც ტურნირზე გამსოვლაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. ეს ამბავი ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, სანამ სანდო წყარომ არ დამიდასტურა.
მორალის კითხვის დაწყებას არ ვაპირებ და რამენაირად თვითონ მოგვარდნენ ამ ამბავში. უბრალოდ, ეს ამბავიც თუ მიჩქმალა ძიუდოს ფედერაციამ და რაიმე არ მოიმოქმედა ამ უტოპიის დასასრულებლად, მაშინ...არ ვიცი რა, კომენტარის გაკეთების ღირსიც არ არის ის კოშმარი, რაშიც ახლა ვართ.”- წერს ფეისბუკგვერდი We Love Judo
როგორც სოციალურ ქსელში წერენ ხელჩართული ბრძოლისას მძიმე დაზიანებები მიიღო ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ოსაკაში გრანდ სლემზე წარუმატებლად გამოვიდა, გუნდმა ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ მოახერხა მოახერხა, ნაკრების რამდენიმე წევრი ტურნირზე საერთოდ არ გამო ვიდა, ფედერაციამ მიზეზად ტრავმები დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები