ბათუმის მერის მოადგილედ სავარაუდოდ მომღერალი სოფო ხალვაში ინიშნება
პოლიტიკა - 11:20, 27 Nov, 2018     2372

ბათუმის მერიაში 12 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გახდა ცნობილი, ლაშა კომახიძის მეორე მოადგილე სოფო ხალვაში იქნება. ინფორმაციას მომღერალი ადასტურებს, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან ბრიფინგის გამართვამდე თავს იკავებს.

ბათუმის მერიაში კი ამ დრომდე არ ახმოვანებენ ვინ იქნება მერის მეორე მოადგილე. ეს თანამდებობა დიდი ხანია ვაკანტურია.

სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ტალღის წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან დროებით მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ბათუმსა და თბილისში გამართულ მხარდასაჭერ კონცერტებზე იმღერა და კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.

ამ ფაქტის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინარული წარმოება დაიწყო და ხალვაშს, მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო, საყვედური გამოეცხადა.

12 ნოემბერს, სოფო ხალვაშმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მაუწყებლის დირექტორს კი, ამ ეტაპზე, მისი განცხადება დაკმაყოფილებული არ აქვს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში აცხადებენ, წარმოება ამ საკითხზე ჯერ არ დასრულებულა.

წყარო ajaratv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42