"არასდროს დავუჭერ მხარს ადამიანს, რომელიც 2008 წლის ომზე სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსეთის რიტორიკას" - მოსამართლე ნონა წოწორია
პოლიტიკა - 09:48, 27 Nov, 2018     1167
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს მხარს არასდროს დაუჭერს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ეჭვს აღარ ტოვებს, რომ რუსეთი ღიად და პირდაპირ არის ჩართული ამ არჩევნებში.

"ეს ის დროა, როცა სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას.

28 ნოემბერს არა აჩევნები, არამედ რეფერენდუმი იმართება საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ეჭვს აღარ ტოვებს რუსეთის ღია და პირდაპირ ჩართულობაზე არჩევნებში.

კითხვა ასე დგას: ვიკმაროთ თუ არა ზიანი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიაყენა ქვეყანას, თუ მივცეთ მას უფლებამოსილება ეს ზიანი შეუქცევადი გახადოს. ან მონაწილეობას მივიღებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დაკანონებასა და შესაბამისად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის საფრთხის შექმნაში, ან არა. წარმოუდგენელია, რომ ამ მასშტაბის საშიშროების საპირწონედ ვინმე წარსულის შეცდომებს ან რევანშის შიშს იყენებდეს. მოკლედ, ან ხართ პატრიოტთა ალიანსის გვერდით, ან არა. აქ მესამე გზა უბრალოდ არ არსებობს.

პირადად მე არასდროს დავუჭერ მხარს არც ერთ თანამდებობაზე და მით უმეტეს ქვეყნის მთავარსარდლად ადამიანს, რომელიც 2008 წლის ომზე სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსეთის რიტორიკას და რომელიც თავისი საქმიანობით ძირს უთხრის ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალს. შესაძლოა, სულაც არ არის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთან ურთიერთობის წითელი ხაზიც უკლებლივ ყველასთან, საკუთარი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, აქ გადის.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოება, უკიდურესი სიდუხჭირის და ზეწოლის მიუხედავად, გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვინც მის თავისუფლებას ემუქრება"- აცხადებს წოწორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42