ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ყველა გასაჯაროებული ფაქტი როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მოექცეს.
"ხდება დაშინება, მუქარა, მოსყიდვა. გახარია, შს მინისტრი, რომელიც უნდა ებრძოდეს კრიმინალს, შესულია თანამშრომლობაში კრიმინალთან სამეგრელოში.
შევარდნაძის ხელისუფლების დროს ხდებოდა, ის, რაც დღეს ხდება,"-განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს და ხელისუფლების ქმედებებს აფასებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი. თამარ კორძაია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას, ამაზრზენი მეთოდებით ცდილობს.
"ამაზრზენია ის დამოკიდებულება, რასაც ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დროს ავლენს მოქალაქეების მიმართ, იმიტომ, რომ ის თვლის, რომ ერთი ტომარა ფქვილით, კარტოფილით მოისყიდოს ამომრჩეველი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ისინი სწავლობენ ამ საკითხებს და მოახდენენ რეაგირებას. ამიტომ რა თქმა უნდა ყველა დარღვევა შეფასება,"-აცხადებს კორძაია.
გარდა ამისა, ოპოზიცია დაფიქსირებულ დარღვევებზე დროულ გამოძიებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






