რა უნდა გიკვირდეს იმ ქვეყნისგან, რომლის ხელისუფლების მთავარი ბუნება არის იმპერიალიზმი - გრიგოლ ვაშაძე უკრაინის მოვლენებზე
პოლიტიკა - 01:02, 27 Nov, 2018     679
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

გრიგოლ ვაშაძე კვირის აქცენტებთან საუბარში ამბობს, რომ ოფიციალურმა კიევმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ითვალისწინებს შესაბამისი უწყებების მიერ თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობს რომ ქერჩის ყურე და ყირიმის აკვატორია გადააქციოს თავისი ტერიტორიულ წყლებად. რა უნდა გიკვირდეს იმ ქვეყნისგან, რომლის ხელისუფლების მთავარი ბუნება არის იმპერიალიზმი,“ -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ უკრაინამ ფრთხილი და მოზომილი გადაწყვეტილება მიიღო და მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.

კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საქართველოსაც მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება და თავიან აეცილებინა 2008 წლის აგვისტოს ომი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ უშედეგოდ.

„ვიკილიქსში არის 135 ტელეგრამა, რომელიც მე მეხება პირადად და ჩემს საუბრებს შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან, ბატონ ჯონ ტაფტთან. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რა ხდებოდა უკვე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის 28, 29, 30 ივლისს და 1 აგვისტოს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შენარჩუნებულია საქართველოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო არეალში და ეს გააკეთა სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსულ სპეკულაციებია, რომ საქართველომ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მშვიდობიანი მოსახლეობა.

"ჩვენ ეს განცხადებები დავამარცხეთ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შენარჩუნებლია საქართველოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ არეალში. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რუსეთს არ მიეღწია საბოლოო გამარჯვებისთვის და თავის თავისთვის არ გაეფორმებინა ორი ოკუპირებული რეგიონი და რომ არა ქართული ოცნების სრულიად უარგისი არაპროფესიული მიდგომა, სირიაც არ აღიარებდა... რუსეთმა საქართველოში მოსინჯა დასავლეთის განწყობები და დასავლეთის მზადყოფნა, დაეცვა თავისი ინტეერსები საქართველოში, არაფერი რუსეთის ფედერაციის თვის ისეთი შემაშინებელი არ იყო, როგორც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება 2008 წლის 4 აპრილს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდა ნატოს წევრი" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42