„ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ წესრიგს“ - კობახიძის თქმით, ოპოზიცია სიტუაციის დაძაბვას ცდილობს
პოლიტიკა - 20:57, 26 Nov, 2018     769
„ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფა. აქეთკენ იქნება მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება ხვალაც და არჩევნების დღესაც “ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს.

„მთლიანობაში გარემო ხედავთ რომ არის მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი. რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური გადაცდომები ,თუმცა მთლიანობაში ეს არ აისახება სურათზე. არჩევნების ჩატარება იქნება უზრუნველყოფილი სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ამას დავამტკიცებთ ჩვენ ,მათ შორის არჩევნების დღესაც” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს აგრესიული გარემოს შექმნას.

„ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამაზე საუბრობდა სააკაშვილი , ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები. იმედია, რომ მათ ეს განზრახვა ბოლომდე გონებაში არ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ წესრიგის თავიდან ბოლომდე დაცვას” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რევოლუციური სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება.

„რევოლუციური სცენარი და დესტაბილიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება. მოვუწოდებთ ყველას, თავი აარიდონ ასეთ პროვოკაციებს. მთავარია არჩევნების სათანადოდ ჩატარება და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული საარჩევნო სუბიექტის, თითოეული პარტიის ყურადღება” - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

დიპლომატებთან შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42