„ახალქალაქში არჩევნების მეორე ტურსაც მოძალადე ჰასმიკ მარანგოზიანი ჩაატარებს. ის ისევ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. ზუსტად 2 თვეა, რაც ჰასმიკ მარანგოზიანის და ამავე კომისიის წევრის ანა ოგანესიანის მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელებული პირველი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. პირველი ძალადობის ფაქტი 2018 წლის 27 სექტემბერს მოხდა. მეორედ კი ჰასმიკ მარანგოზიანმა უკვე არჩევნების დღეს 28 ოქტომბერს იძალადა, ამაზეც დაწყებულია გამოძიება, მაგრამ არცერთი არ დასრულებულა.
მივმართავ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს , თქვენ და თქვენმა კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ უმოქმედობა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იმსჯელეთ ამ ძალადობის ფაქტებზე, რეალურად არანაირი რეაგირება არ მომხდარა არც შსს-ს და არც ცესკოს მიერ.
ქალბატონო თეა, ასეთი ფაქტების უგულვებელყოფით თქვენ ძალადობას ახალისებთ." - აცხადებს თაონა ჭალიძე.
მასალის გამოყენების პირობები






