"ზუსტად ვიცოდით, რომ გვწერდნენ" - ფინანსთა მინისტრი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე
პოლიტიკა - 20:41, 26 Nov, 2018     1242
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის აუდიჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც რადენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა. მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ მათ იწერდნენ:


„გარდა იმისა, რომ გაურკვევლად საუბრობენ და აბდა-უბდად, ამას გარდა, ასევე გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერს. ჩანაწერიდანაც კი ჩანს, რომ ჩვენ ვიყავით კონსტრუქციული. ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოსავალს. ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც ისინი მოვიდნენ. ყოველთვიურად საგადასახადო შეთანხმებას რამდენიმე კომპანიასთან ვაფორმებთ, სადაც როგორც წესი, საურავებს ვპატიობთ და ზოგ შემთხვევაში ძირსაც კი ვუმცირებთ.

მიუხედავად ამდენი სიბინძურის და ტყუილისა, მაინც შევხვდით, ზუსტად ვიცოდით, რომ გვწერდნენ, მაგაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ვეუბნებოდით, რომ სანქცია-საურავის ჩამოწერის შანსი მაღალია. ძირზეც იყოს საუბარი, მაგრამ არა იმ დოზით და ოდენობით, რომ 50 მილიონიდან 40 მაჩუქე და 10 დამიტოვე, ამიტომ წადით, გადახედეთ და ხელახლა მობრძანდით.

ვერ დამისახელებთ, ვერცერთ კომპანიას, რომელსაც საგადასახადო შეთანხმებას ვუფორმებთ და ვეუბნებოდით ციფრებს. როდესაც მიგვაჩნია, რომ არაა საკმარისი, ვეუბნებით, წადით, გადახედეთ წინადადებას და ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ მობრუნებულან უფრო კარგი შეთავაზებით ბიუჯეტისთვის და მერე დავთანხმებულვართ. მაგრამ ჩვენ არ ვეუბნებით რამდენი უნდა გაპატიოთ და ა.შ. თუმცა ჩვენ ვეუბნებით, რომ აი, ეს მიუღებელია და სწორედ ამას ვცდილობდი, რომ „ომეგასთვისაც“გამეგებებინა, რომ არ აქვს პერსპექტივა ამ თქვენს შემოთავაზებას ანუ აქვს პერსპექტივა, რომ წავიდეთ საგადასახადო შეთანხმებით, ოღონდ ეს უნდა იყოს საღ აზრთან ახლოს. ამას ვეუბნებოდი მანამდეც, შეხვედრისას, ჩაწერით და ჩაწერის გარეშე.“ - განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, ომეგა ჯგუფის“ მფლობელებს არც კომპანია ანაღვლებთ და არც 1 500 დასაქმებული ადამიანი. მინისტრმა ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრაც გაიხსენა მისი შეფასებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს „ელემენტარული მანერები ღალატობს და ზრდილობასთან მწყრალად არის“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42