საარჩევნო ბიულეტენზე მითითებული ამომრჩევლის სახელი და გვარი - ოპოზიცია მმართველი გუნდის დანაშაულებრივ დავალებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:46, 26 Nov, 2018     944
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებიან და თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ოპოზიციის ინფორმაციით, რეგიონებში ცესკოს წევრებს აძლევენ ინსტრუქციას, რომ თუკი შემოხაზულ ბიულეტენზე მითითებული იქნება ამომრჩევლის სახელი და გვარი, ეს კანონდარღვევად არ ჩაითვლება.


ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს არის კიდევ ერთ მექანიზმი ამომრჩევლის გასაკონტროლებლად. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის ნების გაკონტროლებას ცდილობს.

„მოდის ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარომომადგენლები, ტრენერები, ასევე ოლქის წარმომადგენლები, აფრთხილებენ უბნის წევრებს, რომ თუ საარჩევნო ბიულეტენში აღმოჩნდა მითითება, რომელიმე ამომრჩევლის სახელის და გვარის, ეს ბიულეტენები არ ჩაითვალოს ბათილ ბიულეტენებად. ეს არის პირდაპირი, უხეში დარღვევა, საარჩევნო კანონმდებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის ფარულობის და შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ამ პოზიციის დაფიქსირება არის ნებსით თუ უნებლიედ, გაყალბებაში მონაწილეობა და გაყალბების ოფიციალურად, კანონიერად გაფორმება,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან დაუყოვნებლივ შეხვედრას მოითხოვს.

„ქართული ოცნება“ თავის ადმინისტრაციულ რესურსს, სწორედ ამ დავალებას აძლევს, რომ შემოხაზვისას მიუთითოს თავისი სახელი და გვარი, რომ მოხდეს იდენტიფიცირება, თუ რა არჩევანს აკეთებენ ისინი,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი კონკრეტულ სახელ და გვარებს ასახელებს. ის ჩხოროწყუს და მარტვილის ცესკო-ს ტრენერებისა და წარმომადგენლებზე მიუთითებს, რომელთა მხრიდანაც, მისი თქმით, კომისიის წევრებისადმი გაიცა დავალება, რომ ბათილად არ ჩაითვალოს ის ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის სახელი და გვარი იქნება მითითებული.

„გვაქვს ორი ოფიციალური შეტყობინება, სადაც კონკრეტული სახელები და გვარებიც ვიცით. ეს არის ჩხოროწყუს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენერი, ქალბატონი მაია გოგუა, ასევე მარტვილის ოლქის თავმჯდომარე, რომელიც თვითონ ატრენინგებს კომისიის წევრებს, მისი სახელია ნინო დანელია. ეს კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, როდესაც ეს ადამიანები ასეთი დავალებებს აძლევენ საუბნო კომისიის წევრებს და მეტიც, ჩვენმა კომისიის წევრებმა გადარეკეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე და იქაც ანალოგიური განმარტება მიიღეს, რომ თურმე ბათილობის საფუძვლებში აღნიშნული დარღვევა არ არის განსაზღვრული და ბუნებრივია, ვერც იქნება განსაზღვრული, ეს არის მთავარი პრინციპის დარღვევა და კანონმდებელი ამას ისედაც არეგულირებს,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42