ამომრჩევლის მოსყიდვის სავარუდო შემთხვევები გრძელდება - არჩევნებამდე ორი დღით ადრე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მთელი ქვეყნის მასშტაბით კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ მათი კრედიტები დაფარულია.
მოგვიანებით, აღნიშნული დაპირების მსხვერპლებმა ინფორმაცია გაადაამოწმეს, რაც ტყუილი აღმოჩნდა.
„დილით სახლიდან რომ გამოვედი დამიძახეს და მახარეს, რომ ვალი გაგიუქმდა ბანკში, ანუ განულდა, მოგეხსნა ყველანაირი ვალდებულება, რაც გქონდა აქამდე. რა თქმა უნდა მე გამეხარდა. ჩავედი ბანკში, შევედი საქართველოს ბანკში, ვიკითხე და ეს აღმოჩნდა ტყუილი. დამიწერეს კიდევაც ვალი რამდენი მაქვს და არანაირი ჩამოჭრა არ მომხდარა და ეს სიები ჰქონდა გიორგი ხუციშვილს, მატყუარა „ ქართული ოცნების“ კოორდინატორს და ეს იყო სულ. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ფარსი და ეს არის ტყუილი,"-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
საუბარია პრობლემური სესხის განულების პროგრამაზე, მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც ჯერ არც კი ამოქმედებულა.
მასალის გამოყენების პირობები






